კომპანია "ფერის" გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. სწორედ აღნიშნული კომპანია აშენებს ხეობაში ჰესს. მისი განცხადებით, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რომ უზრუნველყოფა მოახდინა მშვიდ გარემოში მუშაობის.
მისი განმარტებით, კომპანიას წარსულში ჰქონდა გამოცდილება მოსახლეობის მოულოდნელი აგრესიის, ამიტომ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ უშუმდგომლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელმაც 4 საპატრულო ეკიპაჟის მანქანა გაყოლა სამშენებლო ტექნიკას.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ადგილობრივების პროტესტი მცირე ჰესის "ხადორი - 3"-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. მდინარე ალაზანზე "ხადორი-3"-ს კომპანიები "ალაზანი ენერჯის" და "ფერი" აშენებენ.