პარალიზებული იყო ბათუმის ნავსადგური - პორტის თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობას იწყებს და დირექტორის გადადგომას ითხოვს. მათ პროტესტის აქცია გამართეს, სადაც ითქვა რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა. პორტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია მართლაც იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ თანამშრომლებს ეხება. დირექტორი კი ამბობს, რომ მისი გადადგომის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილება. ცნობისთვის, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა ნავსადგურის 12-მა თანამშრომელმა დაიწყო.