სტრიმინგ-სერვისი Paramount+ საბავშვო სიმღერის Baby Shark-ის მოტივებზე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე ანიმაციური სტუდია Nickelodeon-ი და კორეული კომპანია Pinkfong-ი იმუშავებენ. სწორედ ამ კომპანიამ გადაიღო ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლი Baby Shark-ზე. ამ ეტაპზე ფილმის დეტალები უცნობია. პრემიერა 2023 წელს შედგება.იანვარში ვიდეორგოლი Baby Shark-ი YouTube-ის ისტორიაში პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც 10 მილიარდი ნახვა დააგროვა. Baby Shark-ი არის სიმღერა ზვიგენების ოჯახზე. მისი ავტორი უცნობია, მაგრამ პოპულარობა კომპოზიციამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ის 10 წლის მომღერალმა ჰოუპ სეგოინმა შეასრულა.