პარიზის შემოგარენში საავადმყოფოს კომპლექსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი შეეწირა, რვა კი დაშავდა. ცეცხლი მრავალსართულიან შენობაში ოთხშაბათს ღამით გაჩნდა და სწრაფად მოედო რამდენიმე სართულს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ცეცხლი ჰენრი მონდოს კლინიკის კომპლექსის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ბლოკში გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება ხუთშაბათს დილით შეძლეს.
რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ უცნობია.