პარიზის თვითმმართველი ერთეულის ილ დე ფრანსის მუნიციპალიტეტი ელექტროველოსიპედების შესაძენად ქალაქის მცხოვრებლებზე 500-ევროიან სუბსიდიას გასცემს. აღნიშნულ პროექტს ქალაქის თვითმმართველობა 2020 წლიდან აანონსებს. კერძოდ, პროექტის დაწყების თარიღი 2020 წლის თებერვალია და ის პარიზის ყველა მცხოვრებს მოიცავს. ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელძღვანელის განცხადებით, პროგრამა მოიცავს ყველას, განურჩევლად მათი შემოსავლებისა.ცნობისთვის, ძალიან კარგი მოდიფიკაციის ელექტროველოსიპედის ღირებულება 2 ათას ევრომდეა.