პარიზში შესაძლო თავდასხმის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა. პარიზის გარეუბან, ლევალუა-პერეში სამხედროებს ავტომობილი დაეჯახა, რაც პირველადი ცნობით მძღოლმა განზრახ გააკეთა. პარიზის მერის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მძღოლი ჯარისკაცებს გამიზნულად დაეჯახა, მისივე თქმით BMW-ს მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები შესაძლო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.