პარლამენტი 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენს. გახარიას პარლამენტში მოსმენის საკითხი სხდომის დღის წესრიგში ასახულია. შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მოდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს. ერთ თვეზე მეტია, საპარლამენტო უმცირესობა გიორგი გახარის მოსმენის საკითხს სვამს. უმცირესობის თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომაზე გამოცხადებულიყო, რაც დღევანდელი დაპირისპირების მიზეზი გახდა სადაც ოთარ კახიძე სალომე სამადაშვილი და ეკა ბესელის სიტყვიერ კომფლიქტში შევიდნენ.