პარლამენტი დღეიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვას იწყებს. საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. უმრავლესობის მტკიცებით, კანდიდატთა შერჩევისას აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება.უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ერთ კვირაში ეწურება - არამოსამართლე ახალ წევრებს პარლამენტი, მოსამართლე წევრებს კი მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს.არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის გამჭვირვალედ და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული არჩევის პროცესი.