პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს.
საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ცვლილებების უკან გაწვევის შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივის სახეცვლილი ვარიანტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოხდა. განხილვაში ჩართული იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლებიც. როგორც ისინი ამბობენ, განხილვების შედეგად მოხდა ცვლილებების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება. ოპოზიცია კი ცვლილებებს კოსმეტიკურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მიზანი ბიზნესზე წნეხისა და ზეწოლის გაძლიერებაა.