რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღესაც განახლდება. მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები, მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქტივისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდებას მესამე დღეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეებს კარავში ათევს. ისინი დროებითი მთავრობის მიერ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებასა და ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას ითხოვენ.