პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უსმენდნენ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიგა ბოკერიას გაღიზიანება რომან კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც კაკულია მინისტრს სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა. აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კაკულია მას შეურაცხყოფას აყენებდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.