პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე გავუგზავნე წერილი, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა კითხვას გასცეს პასუხი - პრემიერი - Palitra News
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მზად არის, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ქმედებების შესახებ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხოს.გახარიას თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავრობა მზად არის, უახლოეს დღეებში აქტუალურ კითხვებს პასუხი გასცეს.