18:05
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო
22-06-2017

პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე ასევე 115 ხმით მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციას.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას. ოპოზიციამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, უმრავლესობა კი კენჭსყრის შედეგს ტაშით შეხვდა.

შემუშავებული დოკუმენტით საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტის რიგი მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩასწორდა: - პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესში ე.წ. ჭერი წესდება; პარლამენტის მიერ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველის არჩევა შესაძლოა ხმათა 3/5-ით მოხდეს; განიხილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დროს, პირველ ტურში, კვალიფიციური უმრავლესობითა და ღია კენჭისყრით არჩევის საკითხი.

მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. ხვალ, 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ. ამის შემდეგ პროცესი რიგგარეშე სხდომის ფორმატში გადაინაცვლებს.

AutoPlay
სამთვიანი პაუზის შემდეგ რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევებზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთი - რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ლავასოღლის" ოჯახის წევრები - ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და შემდეგი იქნება რადიკალური
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეზვრიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამის ანგარიში დეტალურად ასახავს მთავრობის გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას პრიორიტეტებთან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები