პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია და არც აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა. ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობას პლენარულ სხდომაზე ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. უმარვლესობის დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობა არ უნდა მომხდარიყო.