პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.
”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტს 2015 წლის ივლისში წარუდგინა, დღეს, მესამე მოსმენით - 87 ხმით, ერთხმად მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილება სულ რვა კანონში განხორციელდა.