პარლამენტმა 14 კანდიდატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, დაამტკიცა მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და სხვა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა.