პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა.
პლენარულ სხდომაზე ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინაააღდმეგ წავიდა. ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა განხილვის გარეშე დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული, რასაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კამათი მოყვა. გოცირეიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვის გარეშე კენჭისყრაზე და აღნიშნა რომ პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. თავის მხრივ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა კომიტეტს და მიეღო ინფორმაცია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ გამოცხადდნენ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.