ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მომავალში მეგობრული ურთიერთობების გამყარება. საკანონმდებლო ორგანომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.