პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება. ოპოზიცია პლენარულ სხდომას არ დაესწრება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეს ბოლო სასესიო კვირაა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომებიც ჩაინიშნოს.