პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს. ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ.
პარლამენტიდან უკან გაწვეული დოკუმენტის მიხედვით კი, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად 7 წევრი იქნება საჭირო. გარდა ამისა, ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება „საპარლამენტო უმცირესობის“ სტატუსი და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო. ამავე პროექტის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს