პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოსმენა დასრულდა. ორდღიანი მოსმენის ძირითადი თემა განათლების სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გამოცხადებული რეფორმები, მათ შორის სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები იყო. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი შენიშნვა გამოითქვა. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, მოისმინა ბევრი ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება. დღევანდელ სხდომაზე "ევროპულმა საქართველომ" ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეო წარმოადგინა, რომელშიც პარტიის წარმომადგენელი განათლების სამინისტროში ანონიმური წერილის შეტანას ცდილობს. ვიდეომასალას მიხეილ ბატიაშვილიმონტაჟს უწოდებს. განათლების მინისტრმა "ევროპული საქართველოს" წევრებს მოუწოდა, აღნიშნული ვიდეო ბოლომდე აჩვენონ.