მიმდინარე კვირას, პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.
მინისტრების მოსმენა მიმდინარე კვირაში მინისტრის საათის ფორმატში იგეგმება.