პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე დისკუსიას აგრძელებენ.
ამავე საკითხზე ოპოზიციური ჯგუფები
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.
პირველი შეხვედრა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე საპარლამენტო ოპოზიციამ 4 ივლისს გამართა, სადაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე და მის დღის წესრიგზე იმსჯელეს.