პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენა იწყება. მათთან გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის მიერ დასახელებულია თენგიზ თევზაძის და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრობის კანდიდატებად - ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის ახალი წესის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.