პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს მოუსმინეს. დეპუტატები თავაძისგან დაინტერესდნენ თუ რა შეხედულებები აქვს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მის მიმართ დაისვა კრიტიკული კითხვებიც, მათ შორის ოპოზიციამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი კომპეტენციაც. როგორც თავაძემ მოსმენის შემდეგ განაცხადა, შეკთხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა. კითხვაზე, თუ რატომ უნდა გახდეს ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თავაძემ უპასუხა, რომ მისი განათლება და პიროვნული მახასიათებლები აღნიშნულის საფუძველს აძლევს.