შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან გუშინ დაკავებული სამივე პირი, მათ შორის ყოფილი დეპუტატი ბეჟან გუნავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
"აქციაზე დაკავებული სამივე პირი გუშინვე გათავისუფლდა ხელწერილით",- აცხადებენ სამინსტროში.
უწყების განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამივე პირის მიმართ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის არის დაწყებული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ გუშინ ვითარება დაიძაბა. პოლიციამ სამი პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილიას" გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან "სირცხვილიას" აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.