პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესასვლელი კარისკენ გაიწია და შესვლა სცადა.
"ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ", - მიმართეს აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.
"სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, "პარლამენტში მთავარი პროკურორობის პერიოდში, ირაკლი შოთაძის მიერ გაყალბებული საქმეების ნუსხის ჩაბარება სურთ".
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.