რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და "ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს, ასევე პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. სამართალდამცავები გიორგი ვაშაძესა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებდნენ.