ერთ-ერთი სიცილიური მუნიციპალიტეტი უცხოელებს ბინის შეძენაში ეხმარება - სახლის ყველაზე დაბალი ფასი კი მხოლოდ ერთი ევროა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.2019 წლის დასაწყისში პატარა სიცილიურმა ქალაქმა, რომელსაც სამბუკა ეწოდება, მოსახლეობისგან დაცლის პრობლემის აღმოფხვრის გზად მიტოვებული სახლების ერთ ევროდ გაყიდვა დაასახელა.როგორ BBC წერს, ამან გაამართლა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული განსხვავებული პროფესიების მქონე ადამიანები მიტოვებულ სახლებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან.