უკრაინაში საქართველოს კონსულის ნანა ჩაბრავას ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძის სასამართლო პროცესის გადადება ტექნიკური მიზეზით მოხდა. „საქმის მასალების არასაკმარისად ქონის გამო, პროცესი გადაიდო. სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალები დროულად არ მიეწოდა“, - განაცხადა ნანა ჩაბრავამ, რომელიც კიევის სააპელაციო სასამართლოში პროცესს ესწრებოდა. სხვა ვერსიაზე საუბრობს ნაციონალურ მოძრაობა - ლევან ბეჟაშვილის ვარაუდით, მიზეზი, რის გამოც გია ცერცვაძის პროცესი გადაიდო, აბსურდულია. „აქ ალბათ რამე სხვა ხდება“ -აცხადებს პოლიტიკოსი. მეხეილ სააკაშვილი კი მიიჩნევს რომ ცერცვაძეს 3 თებერვალს გაუშვებენ. ვიცე-პოლკოვნიკის კვლავ პატიმრობაში დატოვების გამო იმედგაცრუებულია მისი ადვოკატი. ქსენია პროკონოვას თქმით, ცერცვაძის 1 კვირით კვლავ პატიმრობაში დატოვება მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.