სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე დავით გარეჯთან ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა გააჟღერა. პატრიარქის შეფასებით, ბოლო დროს გარეჯთან დაკავშირებული მოვლენები ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. პატრიარქის მოწოდებით, პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ და იმ დროს როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მკვეთი განცხადებების კეთება, ქვეყნის ინტერეებს ეწინააღმდეგება. ასევე, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებების პროცესში.