პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს მისი პირადი ექიმი ცისანა შარტავა. მისი ინფორმაციით, პატრიარქს გეგმიური კვლევა უტარდება და მისთვის გაუგებარია უსაფუძვლო ხმაური რომელიც ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ატყდა.
ექიმი ამბობს, რომ პატრიარქი რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დასასვენებლად გავიდა და ვიანაიდან თბილისში გეგმიური კვლევები იანვარსა და თებერვალში უტარდება, ანალოგიური გეგმიური კვლევა ჩაუტარდა ბათუმშიც კლინიკა მედინაში.