პატრიარქის სამკურნალოდ საქართველოში დღეს გერმანელი სპეციალისტი ჩამოვა. საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა უწმინდესის მდგომარეობა ყოველდღიურად სტაბილურია და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იგი საპატრიარქოში ქირურგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ოპერაციული ჩარევის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა გადაუდებლად არა. მისივე თქმით, უწმინდესის გერმანიაში გადაყვანის საკითხი აღარ განიხილება, რადგან პატრიარქი თანახმა არ არის.