ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს, - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
უწმინდესი ოჯახის მნიშვნელობაზე საუბრობს და წყვილებს ურჩევს, ერთმანეთს შეცდომები შეუნდონ. როგორც უწმინდესი მიიჩნევს, ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზი ის გარემოებაა, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის მომზადებული არ არიან. ილია მეორე ახალგაზრდა წყვილებს მიმართავს, მოძღვრი აიყვანონ.