სვეტიცხოველობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ ილია მეორემ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს, სვეტიცხოვლობა მიულოცა. უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ბრძანა, რომ „ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახს“. სადღესასწაულო მსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. დღესასწაულის გამო, მცხეთაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია და სპეციალური საშვებით ხდება. ქალაქის ძირითად ქუჩაზე კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.