სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და ილიაობის დღესასწაულის შესახებ ესაუბრა.ილია მეორემ მრევლს შეახსენა, რომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე (ელიას მთა) მდებარეობს. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ 2 აგვისტოს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის გარდა, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეც აღინიშნება.2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეც აღინიშნება.