სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოჯანმრთელების დინამიკა დადებითია, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, - ამის შესახებ პალიტრანიუსს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. მისივე თქმით, უწმინდესს სავარაუდოდ გრიპის ვირუსული ინფექცია აქვს გაციების ფონზე, რის გამოც პერიოდულად დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. „პატრიარქი საპატრიარქოში იმყოფება და სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, რათა ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს. - განაცხადა ცისანა შარტავამ.