ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "პატრიოტთა ალიანსის" გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბებას და "ევროპული საქართველოსთვის" ხმების მომატებას. მათ აქციაზე პროტესტის ნიშნად წითელი ბარათები და საყვირები აქვთ მოტანილი.