მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ეტაპზე სტაბილურია. ამის შესახებ პალიტრანიუსს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ჯერჯერობით სტაციონარში რჩება. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმა შაბათს გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, რომლის მიღებაზე უარის შემდეგ, ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პაციენტი უკვე გამოავლინა.