06:38
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ART NEWS
Peaky Blinders-ის ფილმის გადაღებები 2023 წელს დაიწყება
13-10-2021

Peaky Blinders-ის ბოლო, მეექვსე სეზონი ისტორიის დასასრული არ იქნება. ჩვენი საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი ფილმით დასრულდება, რომლის გადაღებებიც 2023 წელს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სერიალის შემქმნელმა, სტივენ ნაითმა დაადასტურა.

"ვაპირებ ფილმზე ვიმუშავო, რომელშიც სიუჟეტი ბირმინგემში განვითარდება. ეს, ფაქტობრივად, Peaky Blinders-ის ისტორიის დასასრული იქნება",განაცხადა სტივენ ნაითმა.

ნაითის თქმით, მეექვსე სეზონზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება და მას მაყურებლები 2022 წლის გაზაფხულზე იხილავენ. ნაითი ალესილი კეპების სამყაროს შესახებ არც სხვა სერიალების გამოსვლას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნულ პროექტებში თავად, სავარაუდოდ, ჩართული აღარ იქნება.

ალესილი კეპები ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა და პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. სერიალის სიუჟეტი გასული საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება. ის ალესილი კეპების საშიშ დაჯგუფებასა და მის ლიდერზე — ტომას შელბიზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც კილიან მერფი ასრულებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები