"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ" პედიატრებისთვის კონფერენცია, სათაურით: ვირუსული ინფექციები - მითი და რეალობა გამართა, რომელიც ეხებოდა მწვავე ვირუსულ ინფექციებს. ვირუსული ინფექციები - მზარდი და სერიოზული პრობლემაა მედიცინაში, მაშინ როდესაც სწრაფი ტემპით აღმოცენდება ახალ–ახალი ვირუსები. იცვლება დაავადების კლინიკა და მიმდინარეობა. დიაგნოსტიკა კი რთულია და უპირატესად ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს. სწორედ აღნიშნული ლექცია–სემინარი, მიეძღვნა ენტეროვირუსული და პარვოვირუსული ინფექციების კლინიკურ მიმდინარეობას და მოსალოდნელ საფრთხეებს.