პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი, სავარაუდოდ, გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი წესების დარღვევით არ მოძრაობდა.
პირველადი დათვალიერებით დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.