დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების შეგზავნა განახლდა, მათ შორის ნებადართულია ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება. ამით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, საკვების გარდა ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები 5 მარტიდან ამოქმედდა.