ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მსჯავრდებულებს 2020 წლის 1-ელ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში.