საპენსიო თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ან გარდაცვლილები იყვნენ, პენსიის აღდგენის თაობაზე განაცხადები შეავსეს და მათვე დააკმაყოფილეს. შემდეგ ბრალდებულებმა, "ლიბერთი ბანკში" ყალბი მინდობილობები წარადგინეს და მინდობილ პირებზე პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები დამზადდა. საერთო ჯამში დაკავებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს.