"პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი" - როენა ხუცურაული მეტსახელად "მამიდა" სასამართლოზე - Palitra News

"პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი" - როენა ხუცურაული მეტსახელად "მამიდა" სასამართლოზე

2019-05-10 15:44:04+04:00

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირის, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის ბრალდების სისხლის სამართლოს საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.დაკავებულების ადვოკატებმა პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს მიმართეს. მათი განმარტებით, დაკავებულების ინტერესებიდან და საქმიდან გამომდინარე, სხდომა უნდა დახურულიყო. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს."პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული", - განაცხადა როენა ხუცურაულმა.

იხილეთ:

"დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა" - როენა ხუცურაული სასტუმრო "მამიდაზე"