კომპანია PepsiCo მეორე კვარტალში ორგანული შემოსავლების სწრაფ ზრდას მოელის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. PepsiCo ფსონს რესტორნულ გაყიდვებზე დებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ სწრაფი ვაქცინაციის შემდეგ რესტორნები თანდათან გაიხსნებიან, სადაც გაზიანი სასმელების გაყიდვები მოიმატებს.PepsiCo-ს „პანდემიის გამარჯვებულსაც“ უწოდებენ, რადგან პანდემიის პირობებში შინაური მომხმარებლები თავიანთ საწყობებს მარილიანი ჩიპსებითა და გაზიანი სასმელებით ავსებდნენ, რის გამოც კომპანიამ დიდი მოგება ნახა.
PepsiCo-ში მოელიან, რომ თავის უდიდეს, ჩრდილოამერიკის ბაზარზე სასმელების ბიზნესი მეორე კვარტალშიც კარგ შედეგებს აჩვენებს, ხოლო საკვები განყოფილება სტაბილურობას შეინარჩუნებს.