ნიდერლანდური კომპანია Royal Philips NV, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკისა და სამედიცინო აპარატურის წარმოებითაა დაკავებული, აცხადებს, რომ ყიდულობს ამერიკულ კომპანიას BioTelemetry-ს, რომელიც მომსახურებას უწევს დისტანციურ კარდიოლოგიურ დიაგნოსტიკას და მონიტორინგს. შეთანხმების მთლიანი მოცულობა 2 მილიარდ 470 მილიონ დოლარს შეადგენს.
Philips-მა BioTelemetry-ის აქციონერებს თითო აქციაზე 72 დოლარი შესთავაზა, რომელსაც ფულადი სახით კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გადაუხდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შენაძენი ფულადი სახსრებისა და ვალის გათვალისწინებით, 2 მილიარდ 800 მილიონად არის შეფასებული. კონტრაქტის საბოლოო შეთანხმება 2021 წლის პირველ კვარტალში მოხდება.
ინფორმაციის გავრცელების ფონზე Philips-ის აქციებზე ფასი 2,5%-ით გაიზარდა, ხოლო BioTelemetry-ის აქციების ფასმა 15,8%-ით მოიმატა.