მოველოდით ზრდას, ეს გარდაუვალი იყო, ერთი პიკი მაინც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონოდა, მაგრამ თუ ეს პიკი ასეთი მაღალი იქნებოდა ამას ბოლომდე არ მოველოდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ კოვიდმა არა დროებით, არამედ სამუდამოდ ჩაგვიარა გვერდი და სამწუხაროდ, მინიმალურადაც არ სრულდებოდა ის რეგულაციები, რომელიც კრიტიკულია რაოდენობის ზრდის შემცირებისათვის.