პიქსარი თავისი ნამუშევრებით ჩვენი გულების გახარებას აგრძელებს და ამჯერად, 2020 წლისთვის, ახალი ანიმაციის გამოშვებას გეგმავს.Onward - ასე ჰქვია ანიმაციურ ფილმს, რომელიც პიქსარისა და დისნეის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარია. დღეს კი ძალიან საინტერესო თრეილერი დაიდო, რომელიც ორი ელფის ისტორიიდან ყველაზე დამაინტრიგებელ დეტალებს გვიმხელს.